„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახურმა, განცხადება გაავრცელა

30 სექტემბერი 2018, 00:00 1829 ნახვა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახურმა, განცხადება გაავრცელა. ტექსტში აღნიშნულია, რომ  პოლიტიკური გაერთიანების აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის სახელით, ყალბი მისამართიდან ვრცელდება ცრუ ინფორმაცია ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდაჭერის შესახებ.

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური აცხადებს, რომ ეს არის დეზინფორმაცია და მოუწოდებს მედიასაშუალებებს ნუ შეუწყობენ ხელს ცრუ ინფორმაციის გავრცელებას.

ამავე კატეგორიაში