კახა კალაძე: ოქუაშვილი თავის ყოფილ ჯალათს სააკაშვილს შეეკრა

01 ოქტომბერი 2018, 00:00 2035 ნახვა

''ომეგა ჯგუფის'' ბიზნესი, წლეების წინ, სააკაშვილმა გაანადგურა. მან ქვეყნიდან განდევნა მისი დამფუძვნებელი და პირველს მას წაართვა ტელევიზია. ეს ბიზნესი და ტელევიზია ჩვენი ხელისუფლების დამსახურებით დაუბრუნდა მფლობელს და დღეს ეს ადამიანი, რომელმაც 50 მილიონი დავალიანება დააგროვა ბიუჯეტის წინაშე, თავის ყოფილ ჯალათს სააკაშვილს შეეკრა და  გაუგებარი ჩანაწერებით ცდილობს თავი აარიდოს ხალხის კუთვნილი ფულის გადახდას. ფარად კი  ტელეკომპანია ''იბერიას'' იყენებს -  განაცხადა კახა კალაძემ. 

''გადაბრალების პოლიტიკის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია ტელეკომპანია იბერიის გამოგონილი საქმე, რომელიც რეალურად სიგარეტის მწარმოებელ ‘’ომეგა ჯგუფის’’ მესვეურთა მიერ, ინიცირებული და ნაციონალური მოძრაობის მიერ, ატაცებული ბინძური კამპანია. ამ კამპანიის მიზანი ერთის მხრივ ბიუჯეტის, ანუ ხალხის კუთვნილი ფულის არ გადახდაა და მეორეს მხრივ ხელისუფლების იმიჯის შელახვაა.

საზოგადოებას უნდა ახსოვდეს რომ ''ომეგას'' ბიზნესი გაანადგურა სააკაშვილმა. მან ქვეყნიდან განდევნა მისი დამფუძვნებელი  და პირველს სწორედ მას წაართვა ტელევიზია.

ეს ბიზნესი და ტელევიზია ჩვენი ხელისუფლების დამსახურებით დაუბრუნდა მფლობელს და დღეს ეს ადამიანი რომელმაც 50 მილიონი დავალიანება დააგროვა ბიუჯეტის წინაშე, თავის ყოფილ ჯალათს სააკაშვილს შეეკრა და  გაუგებარი ჩანაწერებით ცდილობს თავი აარიდოს ხალხის კუთვნილი ფულის გადახდას. ფარად კი ამ საქმეში იყენებს ტელეკომპანია ''იბერიას''.

ქართულ ოცნებას მედიის თავისუფლების შეზღუდვას აბრალებს პოლიტიკური ძალა რომელმაც ძალადობით მიისაკუთრა რუსთავი 2 , რომელმაც მოროდიორივით მიისაკუთრა ტელეკომპანია იმედი, რომელმაც ტოტალური კონტროლი დაამყარა მედეა საშუალებებზე. დღეს ყველა ხედავს თუ რამდენად  თავისუფალია მედია გარემო საქართველოში.

უსუსური ფარული ჩანაწერებით ‘’ქართულ ოცნებას’’ ბიზნესსზე ზეწოლას აბრალებს კრიმინალური პოლიტიკური ძალა რომლისთვისაც  ბიზნესზე რეკეტი, ბიზნესმენების შანტაჟი და დაშინება ქონების მიტაცება ყოველდღიური ჩვეულებრივი მოვლენა იყო.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არ არსებობს ბიზნესზე პოლიტიკური ზეწოლა და შესაბამისად ვერავინ წარმოადგენს ამგვარი ფაქტის ვერცერთ მტკიცებულებას ... ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით ''ნაციონალური მოძრაობა'' და მისის მედია საშუალებების უსუსური მცდელობა რომ განახორციელონ ''ქართული ოცნების'' დისკრედიტაცია წარუმატებლობისთვის არის განწირული’’ - განაცხადა კახი კალაძემ.

"ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა განცხადება ზაზა ოქუაშვილის ბრალდებების შემდეგ გააკეთა. რუსთავი 2 ეთერში ზაზა ოქუაშვილმა თქვა, რომ ბიძნა ივანიშვილმა და შსს მინისტრმა გიორგი გახარიამ 4 მილიონი გამოძალა

ამავე კატეგორიაში