„ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის სკანდალური განცხადების პოლიტიკური შეფასებები

01 ოქტომბერი 2018, 00:00 3906 ნახვა

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის და ბიზნესმენის მორიგი სკანდალური განცხადებები. ზაზა ოქუაშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილსა და  ქვეყნის პირველ სამართალდამცველს მილიონობით თანხის გამოძალვაში ადანაშაულებს. საუბარია იმ პერიოდზე, როცა გიორგი გახარია ბისნესომბუდსმენი იყო და ოქრუაშვილის მტკიცებით, იგი ამ პერიოდში ბიძინა ივანიშვილის დავალებებს ასრულებდა.

ზაზა ოქუაშვილი აცხადებს,  რომ  25 მილიონის დაბრუნების სანაცვლოდ მას 4 მილიონის გადახდას აიძულებდნენ, რომელიც მისი თქმით, საბოლოოდ  მაინც წაართვეს.  ზაზა ოქუაშვილს თუკი მტკიცებულებები აქვს, უნდა წარადგინოს საგამოძიებო უწყებაში-აცხადებს მამუკა ბახტაძე. მმართველ გუნდში ბიზნესმენის ბრალდებებზე ამბობენ, რომ სასაცილოა და მისი ქმედებები რუსეთის ხელწერას ჰგავს.  გახმაურებული საქმის ერთ-ერთმა  სავარაუდო ფიგურანტმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს ამ თემაზე საუბარი  არ ისურვა.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში