ტექდათვალიერების მესამე ეტაპი

01 ოქტომბერი 2018, 00:00 2488 ნახვა

ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მესამე ეტაპი დაიწყო. ტექინსპექტირებას დაექვემდებარება მსუბუქი კატეგორიის ყველა ის ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის ძრავის მოცულობა 3 ათასი  კუბური სმ ან მეტია. ავტოსატრანსპორტო საშუალებები პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას დაექვემდებარებიან მათი კატეგორიისა და რეგისტრაციის თარიღის მიხედვით.

ტექინსპექტირებისას მოწმდება: სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაცია, სამუხრუჭო აღჭურვილობა, საჭით მართვის სისტემა, ხილვადობა,  ფარები, გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება და სხვა მოწყობილობები.

ამავე კატეგორიაში