არასამთავრობო სექტორის განცხადება ''ომეგას'' საქმეზე

01 ოქტომბერი 2018, 00:00 1563 ნახვა

არაფორმალურმა მმართველობამ დემოკრატიული ინსტიტუტების კრიზისი გამოიწვია - ამ სათაურით არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ. გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით მესამე სექტორის წარმომადგენლები ხელისუფლებას მოუწოდებენ, იმოქმედოს კონსტიტუციური ვალდებულებისა და საჯარო ინტერესის შესაბამისად.

არასამთავრობო ორგანიზაციები სამწუხაროს უწოდებენ მმართველი ჯგუფის მიერ გაკეთებულ ბოლოდროინდელ განცხადებებს და ამბობენ, რომ კრიზისიდან გამოსავლის, პრობლემების გადაჭრის გზების ძიების ნაცვლად, პარტია ცდილობს აიცილოს პასუხისმგებლობა და არ აპირებს რეაგირებას შექმნილ ვითარებაზე. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში