უქმნის თუ არა უხერხულობას აჭარის მთავრობას ზაზა ოქუაშვილის მიერ ნაჩუქარი ავტომობილები

01 ოქტომბერი 2018, 00:00 1730 ნახვა

თავდაპირველ ჩანაწერებში სწორედ მაღალი თანამდებობის პირებისთვის ავტომობილების ჩუქება იყო ნახსენები. მანქანების ჩუქება აქტუალური იყო წინა წლებშიც. აჭარის შემთხვევაში ვიცით ის რაც ღიად და საჯაროდ მოხდა. გასულ წელს ზაზა ოქუაშვილმა, რომელიც აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატია „პატრიოტთა ალიანსის“ კვოტით, მანქანა აჩუქა „ქართული ოცნების“ დეპუტატს ცოტნე ანანიძეს, მოგვიანებით ავტომობილი სახელმწიფო ბალანსზე გადავიდა, ამასთან ბიზნესმენმა კიდევ ერთი ავტომობილი ტურიზმის დეპარტამენტს აჩუქა.

ამ ფაქტებზე დღეს  მთავრობის ახალ თავმჯდომარეს ვკითხეთ, თორნიკე რიჟვაძე ამბობს რომ საკითხი ახლა დღის წესრიგში არ დგას, თუმცა შესაძლოა გადაიხედოს. უცნობია „შესაძლო გადახედვაში“ იგულისხმება თუ არა ავტომობილების დაბრუნება.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში