''ომეგა ჯგუფის'' საქმე

02 ოქტომბერი 2018, 00:00 2304 ნახვა

„ომეგა ჯგუფის საქმეა“ რა თქმა უნდა კვლავ დღის თემა - ფარული ჩანაწერები, ბრალდებები, განცხადებები არაფორმალურ მმართველობასა და კორუფციულ გარიგებებზე. ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ საქართველოს პროკურატურა ბრალდებების მთავარ ავტორს ზაზა ოქუაშვილს 4 ოქტომბერს გამოკითხვაზე კიდევ ერთხელ იბარებს.

საგამოძიებო მოქმედებების გარდა, ხელისუფლების რეაქცია იყო მთავარი, რის გამოც არასამთავრობო ორგანიზაციებში აცხადებენ, რომ მთავრობა არ არის მოწოდებული რეალური გამოძიება ჩაატაროს. „ქართული ოცნება“ კი მესამე სექტორს ნაადრევი დასკვნების გაკეთებაზე მიუთითებს.

პარალელურად მმართველი გუნდის დეპუტატები ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატის ზაზა ხატიაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეყრდნობიან და ირწმუნებიან რომ აუდიო - ჩანაწერები არის ფალსიფიცირებული. საქართველოს პროკურატურას კი ამ დრომდე არ უთქვამს დაადგინა თუ არა ჩანაწერების ნამდვილობა. დრეს შესაძლო ცრუ ინფორმაციის ტირაჟირებაზე ურთიერთბრალდებები ისმოდა შემოსავლების სამსახურისა და „ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანიის დირექტორის მხრიდან. 

ამავე კატეგორიაში