ცესკოს საარჩევნო ადმინისტრაციის წევრებისთვის ტრენინგს მართავს

02 ოქტომბერი 2018, 00:00 1548 ნახვა

ცესკო-ს სწავლების ცენტრი აგრძელებს ტრენინგებს საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის. დღეს დამთავრდა კომისიების ხელმძღვანელი პირების სწავლება, ხვალიდან კი მეორე ეტაპი დაიწყება და სხვა წევრებიც გაივლიან ტრენინგს.

მონაწილეები უბნებზე ჩასატარებელ პროცედურებს ეცნობიან, მათ შორისაა ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვა, უბნის წევრების საქმიანობა და უფლებები კენჭისყრის დღეს. მონაწილეები ეპიზოდურად, ინსცენირების საშუალებით სწავლობენ დეტალებს, ასევე სწავლობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩეველთა კენჭისყრაში მონაწილეობის საკითხებს,  შესაბამისი ინსტრუქტაჟის მიღებით.

ამავე კატეგორიაში