ბიზნესმენები საერთაშორისო არბიტრაჟს საქართველოშიც მიმართავენ 

03 ოქტომბერი 2018, 00:00 2529 ნახვა

ბიზნესმენები დავების გადასაწყვეტად, საერთაშორისო არბიტრაჟს საქართველოშიც მიმართავენ. სავაჭრო პალატის კომერციული არბიტრაჟი რამდენიმე თვეში ოფიციალურად დაფუძნდება. ცნობილია, რომ ხელშეკრულებას ხელი 20 დეკემბერს პარიზში მოეწერება.  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა დღეს ბრიფინგზე განაცხადა.

მამუკა ბახტაძის თქმით, საქართველო ევროპაში მეორე ქვეყანა იქნება, რომელიც ბიზნესს მსგავსი ტიპის სერვისს შესთავაზებს. ეს კი თავის მხრივ, მათ ეკონომიკურ აქტივობას წაახალისებს.

„ეს არის ყველაზე მაღალი თამასა, რომელიც კი არსებობს ზოგადად არბიტრაჟის მიმართულებით. ეს არის კიდევ ერთი გზავნილი, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა მოხდეს ქვეყნის კიდევ უფრო ეფექტური ინტეგრირება გლობალურ ეკონომიკაში, რომ საქართველომ შეძლოს, ერთობლივად გავხდეთ რეგიონული, ფინანსური ცენტრი. ეს არის უმნიშვნელოვანესი წინაპირობა, რომ ძალიან მნიშვნელოვან მიზანს მივაღწიოთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

არბიტრაჟი არის დავის მოგვარების ალტერნატიული საშუალება. ასეთ შემთხვევაში მხარეები თანხმდებიან, რომ მათი დავა საარბიტრაჟო ტრიბუნალმა უნდა გადაწყვიტოს.

საარბიტრაჟო გადაწყვეტილება არის საბოლოო და მხარეთათვის სავალდებულო ძალის მქონე.

ამავე კატეგორიაში