ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრა გაიმართება

03 ოქტომბერი 2018, 00:00 1588 ნახვა

ბრიუსელში დღეს ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალი იხსნება. ნატო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები განიხილავენ თავდაცვითი ხარჯების ტვირთის, ნატო-ს შეკავებისა და თავდაცვის პოლიტიკის, ჩრდილოეთ აფრიკასა  და ახლო აღმოსავლეთში არასტაბილური ვითარების საკითხებს. დღეს ასევე გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრა, თავდაცვის მინისტრების დონეზე გაიმართება.

საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრებს ლევან იზორია. ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, სხდომაზე განიხილავენ  საქართველოსთან პარტნიორობას.  იენს სტოლტენბერგის თქმით,  საქართველო რჩება ერთ-ერთ ყველაზე დიდ კონტრიბუტორად, განსაკუთრებით ავღანეთში.

ამავე კატეგორიაში