''დატოვე პარლამენტი ქუთაისში'' - საპროტესტო აქცია ქუთაისში

03 ოქტომბერი 2018, 00:00 2283 ნახვა

„დატოვე პარლამენტი ქუთაისში“- ამ სლოგანით ქუთაისში, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს თბილისში გადატანას ეწინააღმდეგებიან. მათი თქმით, ხელისუფლებამ ხალხს უნდა მოუსმინოს, რადგან ამ გადაწყვეტილებით რეგიონის განვითარება შეფერხდება. აქციაზე სამოქალქო საზოგადოება, არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები იმყოფებიან.

მანამდე პროტესტის ნიშნად პარლამენტის წინ მშრალი შიმშილი დაიწყო მსოფლიო ჩემპიონმა სამბოში ბესო მიქელაძემ. მიქელთაძე დღეს უმრავლესობის წევრებსაც შეხვდა თუმცა შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს. პარლამენტის საგაზაფხულო სესია, სავარაუდოდ, უკვე თბილისში გაიხსნება. საკანონმდებლო საქმიანობა ქუთაისიდან თბილისში სრულად მას შემდეგ გადაინაცვლებს,   რაც პარლამენტი რეგლამენტში ცვლილებებს დაამტკიცებს და ახალი კონსტიტუცია ამოქმედდება.  საკითხზე უმრავლესობაში ჯერ ისევ აზრთასხვადსახვაობაა. რაც შეეხება ქუთაისში მდებარე შენობას, ის, სავარაუდოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცემა.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში