სპორტის ყოფილი მინისტრი დაკითხვაზე მივიდა

03 ოქტომბერი 2018, 00:00 2121 ნახვა

იმდენს გაიგებთ, რომ გაგიკვირდებათ, – ამის შესახებ სპორტის ყოფილმა მინისტრმა ლევან ყიფიანმა საქალაქო სასამართლოში შესვლისას ჟურნალისტებს განუცხადა. ყიფიანს თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხავენ.როგორც ყიფიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა კითხვაზე გასცემს პასუხს, როდესაც პროცესი დასრულდება.

კითხვაზე: ავთენტურია თუ არა გავრცელებული ჩანაწერები, ყიფიანის თქმით, იტყვის ისეთ რამეს, რაც შეიძლება ჟურნალისტებს გაუკვირდეთ.საქმე ეხება „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით ბოლო პერიოდში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს. შეგახსენებთ, რომ სპორტის ყოფილი მინისტრი აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ერთხელ უკვე თბილისის პროკურატურაში დაიკითხა.

ამავე კატეგორიაში