საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება - ოპოზიცია პროკურატურას მიმართავს

03 ოქტომბერი 2018, 00:00 1717 ნახვა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აჭარის მთავარ პროკურატურას მოუწოდებს დაინტერესდეს რატომ დატოვეს  არჩევნებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე საარჩევნო კომისიები უკვე დანიშნულმა პირებმა. საუბარია ქალაქში რამდენიმე  უბანზე.  პარტიაში ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, კომისიის წევრებზე  ქართული ოცნების შტაბიდან და საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მხრიდან ზეწოლა განხორციელდა. ბრალდებებს უარყოფენ ბათუმის  79-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში და აცხადებენ, რომ საუბნო საარჩევნო კომისიები წევრებმა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვეს. კანონმდებლობით,  კომისიის წევრს არჩევნებამდე 15 დღით ადრე  უფლება აქვს დატოვოს კომისია.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში