პროკურატურის კანონის განხილვა

03 ოქტომბერი 2018, 00:00 1778 ნახვა

საქართველოს პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს გამოეყოფა. „პროკურატურის შესახებ კანონში“ შესატან ცვლილებებზე დღეს პარლამენტში იმსჯელეს. ცვლილებებით, რომელიც კონსტიტუციიდან გამომდინარეობს, საპროკურორო საბჭოს ხელმძღვანელი როტაციით აირჩევა. 

იუსტიციის მინისტრი საბჭოს ვეღარ უხელმძღვანელებს. რაც შეეხება სხვა საკითხებს, რომლებიც საპროკურორო საბჭოს უფლებამოსილებებსა და მთავარი პროკურორის არჩევის საკითხს ეხება, პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე იმსჯელებს. მას შემდეგ რაც დოკუმენტს ვენეციის კომისიას გადაუგზავნის და  რეკომენდაციებით დაიბრუნებს. დღეს საკითხზე კენჭისყრა არ შედგა, რადგან კვორუმისთვის საჭირო ხმები არ შეგროვდა.

ამავე კატეგორიაში