ბორდის წევრობის კანდიდატთა კონცეფციები

03 ოქტომბერი 2018, 00:00 2050 ნახვა

აჭარის უმაღლესი საბჭო საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს მეხუთე წევრს სავარაუდოდ ნოემბერში აირჩევს, მანამდე კი კომისიამ 2 კვირის ვადაში უნდა დაასრულოს მუშაობა და მინიმუმ 3 კანდიდატი შესთავაზოს საბჭოს. პრეზიდენტის არჩევნებიდან გამომდინარე მიმდინარე თვეში სხდომები ვერ ჩატარდება, შესაბამისად ეს საკითხი რამდენიმე კვირით გადაიდება.

სულ 11 კანდიდატია დარეგისტრირებული უმაღლეს საბჭოში, აქედან 3 საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის მოქმედი თანამშრომელია. თიკო სუსარეიშვილი მოგვიყვება როგორია კანდიდატების გეგმა, როგორ ხედავენ ისინი მაუწყებლის განვითარებას და პასუხობს თუ არა პრიორიტეტებს და მრჩეველთა საბჭოს წევრების უფლებამოსილებებს,  კანდიდატების მიერ შემუშავებული კონცეფციები. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში