ბათუმის მერი ამტკიცებს, რომ ანბანის კოშკთან ცათამბჯენები არის და ტენდეცია უნდა გაგრძელდეს 

04 ოქტომბერი 2018, 00:00 3734 ნახვა

საზოგადოება „ბათომის“ ბრალდებებს ბათუმის მერი უარყოფს. ლაშა კომახიძე ამბობს, რომ ისტორიული განაშენიანების ზონები არა თვითნებურად არამედ მსჯელობის შედეგად შეცვალა, ამის შესახებ კი ინფორმირებული იყო ბათუმის საკრებულო, რომელმაც დოკუმენტი 30 მარტს მოიწონა. მერის თქმით, საზღვრებშეცვლილი რუკა სწორედ ამის შემდეგ გაიგზავნა კულტურის სამინისტროში.

კომახიძე მიიჩნევს, რომ ორ ტერიტორიას, რომლებიც ისტორიული საზღვრებიდან ამოიღეს ისტორიულ ბათუმთან კავშირი არ აქვს. ფიქრობს, რომ დელფინარიუმთან და ანბანის კოშკთან ისედაც არის ცათამბჯენები და იერსახის განვითარება სწორედ ამ ტენდენციით უნდა გაგრძელდეს.

მოსაზრებას არ იზიარებს საზოგადოება “ბათომი.“

ამავე კატეგორიაში