ბიუროს სხდომაზე საკონკურსო კომისიის დებულებაზე იმსჯელებენ

04 ოქტომბერი 2018, 00:00 1814 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს მრჩევლობის კანდიდატის შესარჩევი საკონკურსო კომისიის დებულებას  დაამტკიცებენ დღეს ბიუროს სხდომაზე. უმაღლესმა საბჭომ მრჩეველთა საბჭოს მეხუთე წევრი სავარაუდოდ ნოემბერში უნდა აირჩიოს.

კონკურსში მონაწილე 11 პირიდან კი კომისიამ უმაღლეს საბჭოს მინიმუმ 3 კანდიდატი შესთავაზოს. დღესვე ბიუროს სხდომაზე  უმაღლესი საბჭოს 2018 წლის ბიუჯეტის ცვლილებაზე იმსჯელებენ.

ამავე კატეგორიაში