16 არასამთავრობო ორგანიზაცია გმობს სალომე ზურაბიშვილის რამდენიმე განცხადებას

04 ოქტომბერი 2018, 00:00 2061 ნახვა

16 არასამთავრობო ორგანიზაცია გმობს „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის რამდენიმე განცხადებას, რომლებიც მათი თქმით ქსენოფობიის ნიშნებს შეიცავს. მაგალითად კი განცხადებაში დასახელებულია   2 ოქტომბერს, ნინოწმინდაში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ადგილობრივ ეთნიკურად სომეხ მოქალაქეებთან  გამართულ შეხვედრაზე გაკეთებული განცხადება მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით.

ამავე განცხადებაში სალომე ზურაბიშვილის მიერ 2013 წელს საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე  ჩინელებთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებაზეა საუბარი.  არასამთავრობო ორგანიზაციები სახელისუფლებო გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის აღნიშნულ განცხადებას ანტისახელმწიფოებრივად და სახიფათოდ მიიჩნევენ. ისინი  არჩევნებში მონაწილე ყველა კანდიდატს მოუწოდებენ თავი შეიკავონ ქსენოფობიური, რასისტული და დისკრიმინაციული განცხადებებისგან.

ამავე კატეგორიაში