სპეციალისტები მიიჩნევენ რომ ბათუმის მერს კომპეტენტური მრჩევლები სჭირდება

04 ოქტომბერი 2018, 00:00 2332 ნახვა

თემა რომელიც, ქალაქის ისტორიულ ზონებს ეხება - ბათუმის მერი გუშინ ჩვენს ეთერში ამბობდა, რომ რუკიდან, ორი ადგილი - დელფინარიუმთან და ანბანის კოშკთან - მსჯელობის შედეგად ამოიღეს.

ლაშა კომახიძე მიიჩნევს, რომ ამ ტერიტორიებს არაფერი აქვს საერთო ისტორიულ ბათუმთან და იქ ისედაც არის უკვე ცათამბჯენები. ამაში მას არ ეთანხმება საზოგადოება „ბათომი.“ ქალაქს არ აქვს განვითარების გენერალური გეგმა, ამიტომ ჩნდება კითხვა რაზე დაყრდნობით იღებს ხოლმე მერია გადაწყვეტილებას.

ბათუმის მერს არ ჰყავს მრჩევლები, იგი ირწმუნება, რომ გადაწყვეტილებებს თანამშრომლების, არქიტექტურის სამსახურის ჩართულობით იღებს, თუმცა გუშინ გაკეთებული განცხადებების შემდეგ, სპეციალისტები მიიჩნევენ რომ მას კომპეტენტური მრჩევლები სჭირდება. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში