მძღოლები ქობულეთის შემოვლითი გზის განათებას ითხოვენ

04 ოქტომბერი 2018, 00:00 3911 ნახვა

გზის სახიფათო მონაკვეთებზე განათებების დამონტაჟებას ითხოვენ მოქალაქეები - საქმე ეხება ახალხან გახსნილ ქობულეთის შემოვლით გზას, სადაც განათება მხოლოდ გვირაბებთან გვხვდება.

საგზაო დეპარტამენტში დღეს კომენტარი არ გააკეთეს, პრესსამსახურში კი ამბობენ, რომ ამას პროექტი არ ითვალისწინებდა და გზის გასანათებლად ახლა გამოცხადდა ტენდერი.

ამ გზაზე დასაშვებია მაღალი სიჩქარით გადაადგილება, შესაბამისად მძღოლები ამბობენ რომ დაბალი ხილვადობის, წვიმის დროს თითქმის შეუძლებელია მანიშნებლების დანახვა. განათებული არაა ასევე 5 წლის წინ გახსნილი, ავტობანის შემადგენელი, ერთ-ერთი გზა. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში