ძლიერმა წვიმამ ხელვაჩაურში სამ ადგილზე მეწყერული პროცესი გამოიწვია

05 ოქტომბერი 2018, 00:00 2628 ნახვა

ძლიერი წვიმის გამო, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში რამდენიმე ადგილზე მეწყერი ჩამოწვა. მერიის წარმომადგენლის ინფორმაციით, მეწყერი სოფელ მახოსა და ზედა ერგეს ცენტრალურ გზაზე ჩამოწვა, რის გამოც, საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.

სამაშველო ჯგუფები შემთხვევის ადგილზე მუშაობენ. მერიის წარმომადგენელთა თქმით, გზის გაწმენდა დღის პირველ ნახევარში დასრულდება.

მეწყერი სოფელ თხილნარშიც, შერვაშიძეების დასახლებაშიც ჩამოწვა. აღნიშნულ ლოკაციებზე გზა უკვე გაწმენდილია და ავტომობილები შეუფერხებლად გადაადგილდებიან.

 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში