''ჩვენ გვჭირდება ცათამბჯენები'' - თორნიკე რიჟვაძე

05 ოქტომბერი 2018, 00:00 10278 ნახვა

ბათუმის სანაპირო ზოლში, შესაძლო 9 ცათამბჯენის მშენებლობაზე შეკითხვას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე პასუხობს. ''ჩვენ გვჭირდება ცათამბჯენები'' - ამბობს რიჟვაძე, თუმცა იქვე განმარტავს, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღებას საზოგადოების მაღალი ჩართულობა უნდა ახლდეს თან. 

"ჩვენ გვჭირდება ცათამბჯენები, ეკონომიკა უნდა განვითარდეს და ამავდროულად, აბსოლუტურად ყოველთვის და ყველა გადაწყვეტილებისას დაცული უნდა იყოს ქალაქის ინტერესები. ქალაქის ინტერესი გულისხმობს სწორედ საზოგადოების მაღალ ჩართულობას და საჯაროობას, ნებისმიერ ასეთ გადაწყვეტილებაში'' - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან.

9 ცათამბჯენის მშენებლობაზე ინფორმაციის გავრცელებას საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. საზოგადოება "ბათომა"  მერი ცათამჯენების მშენებელი კომპანიების ინტერესების გათვალისწინებით, ძველი ქალაქის ზონის თვითნებურად შეცვლაში დაადანაშაულა და 7 ოქტომბერს აქცია დააანონსა.  

ქალაქის მერი კი ამბობს, რომ თვითნებურად არ შეუცვლია გეოგრაფიკის მიერ მოწოდებული დოკუმენტის მიხედვით ისტორიული ქალაქის დაცვის ზონა, გადაწყვეტილება პროცედურების დაცვით, ქალაქ ბათუმის მერიამ მიიღო და იგი საკრებულომაც მოიწონა. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში