რუსეთის მაღალჩინოსნები - საქართველო ბიოლოგიური იარაღს ,,ლუგარის“ ლაბორატორიაში აწარმოებს

05 ოქტომბერი 2018, 00:00 2006 ნახვა

 რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების ბრალდებებს, თითქოს საქართველო  ბიოლოგიური იარაღს ,,ლუგარის“ ლაბორატორიაში აწარმოებს , ცილისწამებას უწოდებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.   ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ  რუსეთი ცრუ ინფორმაციას მიზანმიმართულად ავრცელებს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრში ამბობენ, რომ ლუგარის ლაბორატორია რეგიონში არის მაღალი დონის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი და მას აქვს მრავალმხრივი დანიშნულება. იგი   რუსული მხარის მიერ მტკიცებულებად  წარმოდგენილ დოკუმენტაციასაც  გამოეხმაურა. მისი თქმით,  ამ დოკუმენტების დიდი ნაწილი ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვის და განთავსებულია ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე.  რუსი გენერლები საქართველოს ბიოლოგიური იარაღის წარმოებასა  და ადამიანების მკვლელობაში ადანაშაულებენ.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში