პრემიერ-მინისტრის ვიზიტი მოლდოვაში 

05 ოქტომბერი 2018, 00:00 2037 ნახვა

 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სუამ-ის წევრი სახელმწიფოების მთავრობების მეთაურთა სხდომაში მიიღო მონაწილეობა. მხარეებმა  ორგანიზაციის ფარგლებში პოლიტიკური და ეკონომიკური კონსოლიდაციის გაძლიერების, დარგობრივი თანამშრომლობის,  სუამ-ის პარტნიორ ქვეყნებთან და საპარლამენტო განზომილების კიდევ უფრო გააქტიურების საკითხებზე ისაუბრეს. სხდომის შემდეგ, მთავრობათა ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას. ასევე, გაფორმდა ოქმი სუამ-ის წევრი ქვეყნების საბაჟო ადმინისტრაციებს შორის.

ამავე კატეგორიაში