ამომრჩეველ ქალთა საჭიროებები

06 ოქტომბერი 2018, 00:00 1474 ნახვა

„ამომრჩეველ ქალთა საჭიროებები საარჩევნო პროგრამებში“ ბათუმის საკრებულოში განიხილეს. გამომსვლელებმა ყურადღება ქალაქში მცხოვრებ ქალებზე გაამახვილეს და აღნიშნეს, რომ მათ მოთხოვნებს მომავალი წლის პროგრამებში გაითვალისწინებენ.

დისკუსიაში საკრებულოს წევრები, საზოგადოების წარმომადგენლები და ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები ჩაერთვნენ.  შეხვედრა ბათუმის გენდერის მედიაცენტრის ინიციატივით გაიმართა.  საქართველოში ფიქსირებულ ამომრჩეველთა თითქმის 54 პროცენტი ქალია, მათი რაოდენობა დედაქალაქში 57, რეგიონებში კი 53 პროცენტს შეადგენს.

ამავე კატეგორიაში