„მწვანე კონცხზე სასტუმროს აშენებს ბუნდოვანი წარსულის კომპანია„ - მალხაზ ჭკადუა

06 ოქტომბერი 2018, 00:00 2046 ნახვა

"ეს განკარგულება, გამოცემისთანავე გულისხმობდა რომ უნდა შეცვლილიყო მწვანე კონცხის ზონა. იქ იყო ისეთი სამუშაოების ჩატარება დაგეგმილი, რომელიც თავიდანვე დაუშვებელი იყო. გამოუცდელი კომპანია დარეგისტრირდა, რომელსაც აქვს ბუნდოვანი წარსული და სავარაუდოდ არ აქვს ამხელა პროექტის განხორციელების ფინანსური საშუალება.

ყველა ვარიანტში ეს საკითხი უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის სახელს. 931 ათას ლარად შეიძინა 2 ჰექტარზე მეტი ტერიტორია, რომელიც ეკუთვნის ისტორიულ ზონას. დაკავშირებულია საპარტნიორო ფონდთან, რახან მაინც კეთდება საინტერესოა რამდენად სარგებლიანი იქნება ეს რეგიონისთვის და ბოლოს, რას ნიშნავს ავტონომია, თუ მთელს ტერიტორიებს გადავცემთ ცენტრალურ ხელისუფლებას და ჩვენი საკუთრება ერთი გადაწყვეტილებით გასხვისდა.

თუ პირდაპირი მიყიდვით სხვისდება, ეს არ არის კარგი პრაქტიკა. "- განაცხადა მალხაზ ჭკადუამ. მისი განმარტებით სასურველია ასეთი მასშტაბის გადაწყვეტილებების მისაღებად საჭიროა საჯარო განხილვების წინასწარ ჩატარება, რათა შემდეგ არ გახდეს აჟიოტაჟის მიზეზი. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე და ასეთი გადაწყვეტილებები მომავალზე იმოქმედებს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში