ჯეიმს აპატურაი - ''ნატო ცივი ომის დასრულების შემდეგ ყველაზე მასშტაბური წვრთნებისთვის ემზადება''

07 ოქტომბერი 2018, 00:00 1591 ნახვა

ნატო ცივი ომის დასრულების შემდეგ ყველაზე მასშტაბური წვრთნებისთვის ემზადება, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს ექსკლუზიურ ინტერვიუში განუცხადა.

ჯეიმს აპატურაის თქმით ეს არის პასუხი იმ გართულებულ, დაძაბულ უსაფრთხოების გარემოზე, რომელიც დღესდღეობით არის შექმნილი და რუსეთი არის პასუხისმგებელი ამაზე ევროპაში. მისი განცხადებით წვრთნებს არ ექნება თავდასხმითი ელემენტები და ეს არის ნატო-ს ტერიტორიის თავდაცვა.როგორც  ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა ახლა რუსეთის წვრთნები „ვოსტოკი“მიმდინარეობს  , რომელშიც 300 000 სამხედრო მონაწილეობს.

ამავე კატეგორიაში