ენმ ბათუმში ნაგავსაყრელის პრობლემის დროულად გადაწყვეტას ითხოვს

07 ოქტომბერი 2018, 00:00 1868 ნახვა

წინასაარჩევნო დაპირების შესრულებას სთხოვს ბათუმის მერს, საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრი მირდატ ქამადაძე. მისი განცხადებით ნაგავსაყრელის პრობლემა, დღემდე არ მოგვარებულა. საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი მომავალ სხდომაზე ბათუმის მერის დაბარებას და ამ საკითხზე განმარტებების გაკეთების მოთხოვნას დააყენებს.

მირდატ ქამადაძე აღნიშნავს, რომ მდინარე ჭოროხის შესართავთან  არსებული ნაგავსაყრელი ამორტიზებულია და ტურისტულ ზონაში მძაფრი არასასიამოვნო სუნის გაფრქვევით დისკომფორტს უქმნის ვიზიტორებს. ბათუმის მერიაში ამ საკითხზე სიტყვიერად განმარტეს, რომ ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებს.

არსებულის კონსერვაცია კი მას შემდეგ დაიწყება, როცა ექსპლოატაციაში შევა ქობულეთის ახალი ნაგავსაყრელი. 

ამავე კატეგორიაში