გვარამიას განცხადება არის ხელმოცარული და უნიათო ფაშისტის განცხადება - პარლამენტის თავმჯდომარე

08 ოქტომბერი 2018, 00:00 2880 ნახვა

საგანგებო ბრიფინგი გამართა ცოტა ხნის წინ პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ცენტრალურ ოფისში ირაკლი კობახიძემ . პარლამენტის თავმჯდომარე რამდენიმე საკითხს გამოეხმაურა, ნიკა გვარამიას განცხადებას, რომელიც მან რამდენიმე დღის წინ, თავის facebook გვერდზე განათავსა. „ყველა, ვინც სალომე ზურაბიშვილს უჭერს მხარს ან აფინანსებს, უკიდურესად უნდა შევავიწროვოთ, დავიმახსოვროთ და გავაძევოთ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროდან. ეს ადამიანები სათანადოდ უნდა დაისაჯონ“- წერს გვარამია სოციალურ ქსელში.

„ეს განცხადება არის ხელმოცარული და უნიათო ფაშისტის განცხადება, რომელიც გასული ექვსი წლის მანძილზე არაერთგზის მწარედ დამარცხდა ქართული დემოკრატიის, ქართული საზოგადოების და სიმართლის წინააღმდეგ ბრძოლაში. ნიკა გვარამიას შეიძლება მართლაც აქვს იმის იმედი, რომ მის განცხადებებს რაიმე გავლენა ექნება საზოგადოების პოზიციაზე. თუმცა, საპირისპიროს ადასტურებს ხალხის და ჩვენი საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლების ფართო ჩართულობა სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში.  ქართული ფაშიზმი ჩვენ ჩავაბარეთ წარსულს 2012 წელს და ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ საქართველოში ის მომავალში ვეღარ გაიდგამს ფესვებს.

28 ოქტომბერს ყველამ ერთად, კიდევ ერთხელ უნდა გავცეთ საკადრისი პასუხი „ნაციონალური მოძრაობის“ ისტერიულ, უნიათო ფაშიზმს და ხმა მივცეთ ჭეშმარიტად ევროპელ და ღირსეულ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში