საკადრო ცვლილება აჭარის მთავრობაში 

08 ოქტომბერი 2018, 00:00 12570 ნახვა

აჭარის მთავრობაში საკადრო ცვლილებებია. ლევან ჯაში, რომელიც ამ დრომდე თორნიკე რიჟვაძის მრჩეველი იყო საზოგადოებასთან ურთიერთობებისა და სოციალურ საკითხებში, დაწინაურდა.

ამიერიდან ჯაში​ რეორგანიზაციის ფარგლებში ახალი სტრუქტურული დანაყოფის „მთავრობის ადამინისტრაციის“ ხელმძღვანელი იქნება და კოორდინაციას გაუწევს მრჩევლებს და აჭარის მთავრობის საინფორმაციო-ანალიტიკურ მიმართულებას. 

ლევან ჯაში ფილოსოფიისა და სოციოლოგიის ფაკულტეტის მაგისტრია. იგი აჭარის მთავრობაში ადრეც იყო და  ყოფილ თავმჯდომარეს, არჩილ ხაბაძეს თანაშემწედ მუშაობდა.

2014 წლიდან დღემდე ა(ა)იპ “დემოკრატიის ჟანგბადის” დამფუძნებელი დირექტორია. 

2015 წელს, “დემოკრატიის ჟანგბადი"  ბიძინა ივანიშვილის სახელს ექსპერტთა ნაწილმა მას შემდეგ დაუკავშირა, რაც ორგანიზაციამ  ექსპერტების დოსიეების შესწავლა დაანონსა, მალევე კი აღნიშნულმა არასამტავრობომ  ექსპერტების cv-ების გამოითხოვა დაიწყო. 

"დემოკრატიის ჟანგბადის" თავმჯდომარე ლევან ჯაში "ინტერპრესნიუსთან" საუბარში აცხადებდა, რომ მისი ორგანიზაცია არამარტო ექსპერტების პროგნოზირების ხარისხის მეტრს, არამედ პოლიტიკოსების სანდოობის მეტრსა და პარტიების მარგი ქმედების პოტენციალსაც ადგენს.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილთან კავშირს, ჯაში ამბობდა, რომ ყოფილ პრემიერს არ იცნობს და მისი ანალიტიკური პროგნოზების სააგენტოს შექმნის იდეა არასამთავრობო და საექსპერტო წრეებთან დაკავშირებით ივანიშვილის განცხადებამდე ბევრად ადრე გაუჩნდა.

ამავე კატეგორიაში