მარიხუანის კულტივაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა ორი თვით გადაიდო

09 ოქტომბერი 2018, 00:00 1710 ნახვა

"კანაფის კონტროლის შესახებ" კანონისა და მისგან გამომდინარე პროექტების განხილვა პარლამენტმა ორი თვით გადადო.  ინიციატივა ჯანდაცვის კომიტეტს ეკუთვნის.

ასევე ბიუროს გადაწყვეტილებით, ერთი თვით გადაიწია იმ საკანონმდებლო პაკეტის განხილვის ვადამ, რომლის მიხედვით, კანაფი/მარიხუანას მოხმარებაზე ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მკაცრდება. აღნიშნული პროექტი პარლამენტს მხოლოდ პირველი მოსმენით აქვს მიღებული.

ამავე კატეგორიაში