ახალი სახანძრო - სამაშველო დეპოები

09 ოქტომბერი 2018, 00:00 1537 ნახვა

მომავალი წლიდან ხულოში, ჩოხატაურში, სიღნაღში, ზუგდიდში ახალი სახანძრო-სამაშველო  დეპოები აშენდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ასევე დაგეგმილია ​ახალი დეპოების მშენებლობაზე ტენდერის გამოცხადება კიდევ რამდენიმე მუნიციპალიტეტისთვის.

მიმდინარე წელს უკვე გაიხსნა სამი ახალი დეპო – ბათუმში, ოზურგეთსა და რუსთავში. უწყების  ინფორმაციით, ახალი დეპოების მშენებლობის აუცილებლობა ავტოპარკის განახლებითაც არის გამოწვეული, რადგან ახალი ტექნიკა ძველ დეპოებში ვერ განთავსდება. უწყების ცნობით, ყველა ახალ დეპოში განთავსდება საზოგადოებრივი ცენტრები, სპორტული დარბაზები, საფეხბურთო მოედნები.  დეპოები იქნება კომპიუტერიზებული და ყველგან იქნება ინტერნეტთან წვდომა.

ამავე კატეგორიაში