ბათუმის ეკონომიკური განვითარების გეგმის განხილვა

09 ოქტომბერი 2018, 00:00 2729 ნახვა

 ბათუმის ეკონომიკური განვითარების გეგმა დღეს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში განიხილეს. დოკუმენტის სამუშაო ვერსია ორ წლიან სამოქმედო გეგმას მოიცავს და  მასში კონკრეტული პროექტებია შესული.

მერიის მუნიციპალური პოლიტიკის სამსახურის უფროსის თქმით, მათი ნაწილი თვითმმართველობის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია. მაგალითად,  ინდუსტრიული ბიზნეს-ცენტრის განვითარების ხელშეწყობა, ეზოების განვითარების პროგრამა და საერთაშორისო ბიზნეს-ცენტრის შექმნისთვის ტექნიკურ-ეკონომიური კვლევა.

პროექტი “მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ევროკავშირის ახალი ინიციატივაა, რომელშიც  აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები მონაწილეობენ. ის 2016 წელს ამოქმედდა, ბათუმი კი იანვარში შეუერთდა.  დოკუმენტის განხილვა თემატურ ჯგუფებთან ისევ გაგრძელდება.  

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში