მიზერულ თანხად შეძენილი მიწის ნაკვეთი, ბიზნესმენმა მილიონებად გაყიდა - 60 000 ლარი კი სალომე ზურაბიშვილს შესწირა

09 ოქტომბერი 2018, 00:00 2884 ნახვა

გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა დღეს ბრიფინგი გამართეს. მირდატ ქამადაძემ თქვა, რომ საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილისთვის წინასაარჩევნოდ გადარიცხული შემოწირულობები, კორიფციული გარიგების შედეგია. მისი მტკიცებით, ბიზნესმენმა გიორგი გველესიანმა  ზურაბიშვილს 60 ათასი ლარი შესწირა, 2016 წელს კი ''ქართულ ოცნებას'' ზუსტად ამდენიმე ლარი გადაურიცხა.

გაერთიანებული ოპოზიციის წევრები ამტკიცებენ, რომ ეს თანხა ბიზნესმენმა გარიგების გზით მოიპოვა.

მათი თქმით, სქემა შემდეგნაირი იყო. ''2016 წელს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან შპს ''ვესტ ინვესტმა'' პირდაპირი მიყიდვის წესით, 3508 კვ.მ მიწის ნაკვეთი 525 ათას აშშ დოლარად მიიღო. ნაკვეთი დელფინარიუმის მოპირდაპირე მხარეს, სასტუმრო ''ჰილტონის'' მიმდებარედ მდებარეობს. კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და 33,34 % წილის მფლობელი კი გიორგი გველესიანია.''

ოპოზიციის წარმომადგენლების მტკიცებით, მოგვიანებით ''ვესტ ინვესტმა'' 100% წილი და მიწის ნაკვეთი ''ორბი ლოჯისტიკ ჯგუფს'' მიყიდა

''აღნიშნული ფაქტი ცხადყოფს რომ გველესიანის კომპანიამ მიზერულ თანხად შეიძინა მიწის ნაკვეთი. რომელიც შემდეგ მილიონებად გაყიდა. ​ იგი უკანონო გარიგების შედეგად არის მოპოვებული. ​ბუნებრივია მას ამის გამო, ხელისუფლების მიმართ მადლიერების გრძნობა გაუჩნდა. ფაქტიურად ბიუჯეტში გადასახდელი თანხებით სახელისუფლებო გუნდი საარჩევნო კომპანიას აფინანსებს. ეს არის კანონის უხეში დარღვევა და მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს ამ გარიგებით დაინტერესდნენ "- განაცხადა ბრიფინგზე მირდატ ქამადაძემ.

გიორგი გველესიანი ამბობს, რომ ის სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერია და თანხაც სწორედ ამიტომ გადაურიცხა. 

რაც შეეხება შესყიდვების საკითხს. მისი თქმით, სახელმწიფოს თანხის გარდა სხვა მიწის ნაკვეთიც გადასცა, თუმცა რომელი არ აკონკრეტებს.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში