სამზადისი ციტრუსის სეზონისთვის

09 ოქტომბერი 2018, 00:00 2078 ნახვა

ციტრუსის  მიღების, გადამუშავებისა და ექსპორტზე გატანის საორგანიზაციო  საკითხები  განიხილეს  დღეს  სოფლის მეურნეობის სამინისტროში. აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი  ციტრუსის  მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმოების წარმომადგენლებს შეხვდა. წელს რეგიონში 60 ათას ტონამდე მანდარინს ელოდებიან,  აჭარაში  30 საწარმოა, რომელთა ნაწილიც წლების წინ მეწარმეებს სახელმწიფომ  სიმბოლურ  ფასად,  პირობით  გადასცა. 

ექსპორტიორებმა შეხვედრაზე  ისაუბრეს პრობლემებზე, მოითხოვეს წარმოშობის სექტიფიკატში დაფიქსირებდეს, რომ პროდუქტი დამზადებულია თანამედროვე სტანდარტების საწარმოში, რაც ბაზრებზე კონკუტრენტუნარიანობას გაზრდის, ასევე ითხოვენ გაიზარდოს სურსათის უვნებლობის სამსახურის  თანამშრომლების რაოდენობა, რომლებიც  შესაბამის სერთიფიკატებს გასცემენ და ექსპორტისთვის გამზადებულ პროდუქციას ლუქავენ.  როგორც მინისტრმა განმარტა ამ მოთხოვნებს გაითვალისწინებენ.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში