ნიკოლოზ ბასილაშვილმა შანხაის მასტერი მოგებით დაიწყო

09 ოქტომბერი 2018, 00:00 2080 ნახვა

ჩინეთის ღია პირველობის მოგების შემდეგ, ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსზე გადაერთო. მსოფლიოს 23-ე ჩოგანმა  პირველ წრეში კანადელი დენის შაპოვალოვი ორ სეტში დაამარცხა, რომლისთვისაც 58 წუთი დასჭირდა.  ჩოგბურთელები აპრილში ბუდაპეშტშიც შეხვდნენ ერთმანეთს და ბასილაშვილმა მაშინაც ორ სეტში იმარჯვა. ნიკა  ტურნირის მეორე წრეში გერმანელ ალექსანდერ ზვერევს დაუპირისპირდება. შეხვედრა ხვალ  გაიმართება.

შანხაის ტურნირის საპრიზო ფონდი 7 მილიონ  86 ათას  700 ა დოლარია, მისი მოგება კი 1 000 სარეიტინგო ქულად ფასობს. ფინალისტი 600 ქულას მოიპოვებს, ნახევარფინალისტი  360-ს, ხოლო  მეოთხედფინალისტი - 180-ს. შაპოვალოვის დამარცხებით ნიკამ  90 სარეიტინგო ქულა გაინაღდა.  ნიკოლოზ ბასილაშვილი  2017 წელსაც მონაწილეობდა შანხაის მასტერსზე, მან საკვალიფიკაციო  ბადიდან ძირითადში გააღწია,  სადაც ხუან-მარტინ დელ პოტროსთან  დამარცხდა. შანხაის მასტერსზე პირველ ნომრად შვეიცარიელი როჯერ ფედერერია წარდგენილი, ხოლო მეორე ნომერი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩია.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში