პური და საწვავი გაძვირდა

09 ოქტომბერი 2018, 00:00 3148 ნახვა

 გაზრდილი ფასები და უკმაყოფილო მომხმარებლები. მოსახლეობა პროდუქტის გაძვირებაზე საუბრობს, რის მიზეზადაც ლარის გაუფასურებას და ბუნებრივი აირის ტარიფის ზრდას ასახელებენ. თავად მწარმოებლები, ამბობენ, რომ მაგალითად, ხორბლის გაძვირებამ პურის და პურ-პროდუქტების ფასზე იქონია გავლენა.

მოსახლეობა ასევე ამბობს, რომ გაძვირდა საწვავიც. ფასი ნელ-ნელა, მაგრამ  წლის განმავლობაში დაახლოებით 60 თეთრით გაიზარდა. ასეთია მოსახლეობის მოსაზრებები მზარდ ფასებთან დაკავშირებით, იგივე მიზეზებზე საუბრობენ  „მთავართან“ ექსპერტებიც.  როგორია საქსტატის მონაცემები და  ფასების ცვლილება პროცენტულად- ნახეთ რეპორტაჟში

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში