პლაკატები მეჩეთზე

09 ოქტომბერი 2018, 00:00 2445 ნახვა

 სააგიტაციო მასალა საკულტო ნაგებობაზე - დღეს „მთავარმა“ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაში გადაიღო საარჩევნო პლაკატები მეჩეთზე, მათ შორის არიან ოპოზიციური პარტიების და მმართველი  გუნდის მიერ მხარდაჭერილი სუბიექტები. პარტიებს სავარაუდოდ დააჯარიმებენ. იმ ადგილების ჩამონათვალში სადაც აკრძალულია პლაკატების განთავსება, პირველი სწორედ საკულტო ნაგებობებია

. აკრძალვა ასევე ვრცელდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობებსა და სახელმწიფო ხელისუფლების ადმინისტრაციულ შენობებზე. ამ შემთხვევის გარდა ილონა შავლიძემ გადაიღო საარჩევნო უბნები, ზოგიერთ ადმინისტრაციაში კომისიის ყველა წევრი არ იმყოფებოდა ადგილზე.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში