წავლენ თუ არა 15 სექტემბრის შემდეგ დაბადებული ბავშვები სკოლაში?

09 ოქტომბერი 2018, 00:00 4880 ნახვა

6 წლის ბავშვები საბავშვო ბაღებში - ის მოზარდები, რომლებმაც სასკოლო ასაკს სკოლის დაწყების შემდეგ მიაღწიეს კვლავ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში რჩებიან. ამით უკმაყოფილოები არიან მშობლები, აცხადებენ რომ ასეთ მოზარდებზე ბაღიც არაა მორგებული, რადგან ბავშვებს ხშირად იმავე პროგრამის გავლა უხდებათ, რაც უკვე გაიარეს 5 წლის ასაკში.

განათლების კომიტეტის თავმჯდომარე არ გამორიცხავს რომ სამომავლოდ ასაკისთვის დაწესებული შეზღუდვები გადაიხედოს და გამონაკლისები დაიშვას, თუმცა იმავდროულად პარლამენტარი სასკოლო რესურსის მეტი მობილიზების საჭიროებაზე ამახვილებს ყურადღებას. აღსანიშნავია, რომ მარიამ ჯაშის მსგავსად განათლების სამინისტროშიც აცხადებენ რომ ამ ეტაპზე ეს საკითხი არ დგას დღის წესრიგში.

ამავე კატეგორიაში