ბაღების გაერთიანება კონკურსს ხელახლა აცხადებს

09 ოქტომბერი 2018, 00:00 5107 ნახვა

ბათუმის ბაღების გაერთიანება საბავშვო ბაღის ხელმძღვანელის, უფროსი აღმზრდელისა და აღმზრდელის  შესარჩევად ხელახალ კონკურსს აცხადებს.  ამის შესახებ ბათუმის ბაღების  გაერთიანებამ ცოტა ხნის წინ მიიღო გადაწყვეტილება.  გაერთიანების დირექტორის თქმით, კონკურსისთვის  ტესტებს თავიდან, სავარაუდოდ,  ისევ ფინანსთა სამინისტროს აკადემია მოამზადებს. 

მამუკა შამილიშვილი ამბობს, რომ  ტესტები იმავე სირთულის იქნება, თუმცა ახლა კონკურსანტებს მოსამზადებლად მეტი დრო ექნებათ.  რაც შეეხება იმ კონკურსანტებს, რომლებმაც  ბარიერი  გადალახეს, ისინი გასაუბრებას პარასკევს  12 ოქტომბერს გაივლიან, ცნობისთვის ასეთი ასეთი 164 - დან 6 იყო.   კონკურსის შედეგად სულ 22 ადგილი უნდა შევსებულიყო,  ყველაზე მეტი 14 თანამშრომელი კი თამარის დასახლებაში  ახალაშენებულ 34-ე  ბაღისთვის უნდა შეერჩიათ.  რაც კონკურსის გზით ჯერ-ჯერობით ვერ მოხერხდა, შესაბამისად გაერთიანებაში ამბობენ რომ დროებით, ბაღის ადმინისტრაციას რეზერვში მყოფი კადრებიდან დააკომპლექტებენ და ბაღი კვირის ბოლომდე გაიხსნება. რეზერვი ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს, გასულ კვირას ჩვენს სიუჟეტში არ უხსენებია, ამბობდა რომ არ იყო გამორიცხული უკვე ჩატარებულ კონკურსზე დაეწიათ ბარიერი. ირწმუნებოდა რომ გაერთიანებას ხელახალი კონკურსისთვის თანხა არ ჰქონდა.

ამავე კატეგორიაში