ქობულეთის პანსიონში მომხდარ ინციდენტზე სასამართლო გადაწყვეტილებას 3 დღეში გამოაცხადებს

09 ოქტომბერი 2018, 00:00 1506 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლო 3 დღეში - 12 ოქტომბერს გამოაცხადებს გადაწყვეტილებას ქობულეთის პანსიონის საქმეზე. 2016 წლის 19 სექტემბერს სასამართლომ ამ საქმეზე ერთხელ უკვე იმსჯელა და დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა.

ამის შემდეგ კი სახალხო დამცველმა მერიას რეკომენდაციებით მიმართა, რომლებიც არ შესრულდა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სახალხო დამცველი მუნიციპალიტეტს უჩივის. საქმეში მესამე პირად ჩართულია შპს „ქობულეთის წყალიც“, რომელიც პანსიონს წყლის სისტემასთან არ აერთებს. პანსიონის გახსნას პრობლემა ქობულეთში 2014 წელს შეექმნა. მოსახლეობის გარკვეულმა ჯგუფმა შენობის კარზე ღორის თავი მიაჭედა და პანსიონის ფუნქციონირების საშუალება არ მისცა.

ამავე კატეგორიაში