პირადობის მოწმობის უფასოდ გაცემა 2019 წლის პირველ იანვრამდე გაგრძელდება

09 ოქტომბერი 2018, 00:00 13555 ნახვა

იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, პირადობის მოწმობის უფასოდ გაცემის აქცია გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისათვის 2019 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდება. მიმდინარე წლის 1 მარტს საარჩევნო სიის დახვეწის მიზნით დაწყებული აქციის ფარგლებში, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა უკვე მიიღო 98 246-მა მოქალაქემ.

აქციის ფარგლებში საფასურის გადახდისგან თავისუფლდებიან: ▪ საქართველოს ის მოქალაქეები, მათ შორის, არასრულწლოვნები, რომელთაც 1 იანვრამდე უსრულდებათ 18 წელი;  მოქალაქეები, რომელთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფოტოსურათები გამოუსადეგარია; მისამართის გარეშე რეგისტრირებული, გაუქმებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე მოქალაქეები; ასევე,  მოქალაქეები, რომელთაც არ აქვთ იურიდიული ძალის მქონე არც ერთი დოკუმენტი.

ამავე კატეგორიაში