ქალაქის მთავარი საათი გაჩერებულია

10 ოქტომბერი 2018, 00:00 4494 ნახვა

ევროპის მოედანსა და  ბარათაშვილის ქუჩაზე  არსებული საათები გაჩერებულია და არ მუშაობს. მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამმართველოს უფროსის ინფორმაციით, ისინი   შესაბამის მოწყობილობას ელოდებიან.

რა  თანხა დაუჯდება  თვითმმართველობას  საათების აღდგენა  ამ ეტაპზე უცნობია. ქალაქის ტერიტორიაზე საათების მონტაჟი 2009 წლიდან დაიწყო და 5 საათისთვის დაახლოებით 2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში