საქართველო ფრანკფურტის წიგნის გამოფენაზე

10 ოქტომბერი 2018, 00:00 1826 ნახვა

,,საქართველო თავის ევროპულ ოჯახს უბრუნდება“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე სიტყვით გამოსვლისას.  მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა იმ წვლილს, რომელიც ქვეყანამ ევროპულ ცივილიზაციაში შეიტანა.   საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის კვირეულის ქართული პროგრამა პავილიონში ცნობილი ქართველი პიანისტის ხატია ბუნიათიშვილის შესრულებით გაიხსნა. გერმანულენოვანი აუდიტორიის ფოკუსში ქართული პროგრამა კონცეფციით -ანბანით მოთხრობილი საქართველო წარსდგა, რომელიც ერთი მხრივ, უნიკალურ ქართულ ანბანსა და უნიკალურ დამწერლობას, მეორე მხრივ კი ქართულ ხასიათებსა და პერსონაჟებს ეფუძნება. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის 20-მდე სცენაზე, ათობით ლიტერატურულ და კულტურულ სივრცეში ქართველი ავტორებისა და არტისტების სხვადასხვა შინაარსისა და თემატიკის ასობით ღონისძიება გაიმართება.

ამავე კატეგორიაში