საზ. მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრობისთვის 10 კანდიდატი იბრძვის

10 ოქტომბერი 2018, 00:00 2171 ნახვა

 საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრობისთვის  ახლა უკვე 10 კანდიდატი იბრძვის.  11 -დან  მეორე ეტაპზე 10 გადავიდა. მრჩევლის კანდიდატის შესარჩევმა საკონკურსო კომისიამ გუშინ იმ კანდიდატთა დამატებითი დოკუმენტები განიხილა, რომელთაც თავდაპირველად  ხარვეზები დაუდგინდათ.

მეორე ეტაპი, რომელიც გასაუბრებას გულისხმობს შაბათს გაიმართება. კონკურსანტებს კონცეფციის წარსადგენად 15 წუთი აქვთ.  გასაუბრების შემდეგ უკვე  სავარაუდოდ , 17 ოქტომბერს კომისია  უმაღლეს საბჭოს არანაკლებ 3 კანდიდატს წარუდგენს. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრობისთვის  ერთი ადგილია ვაკანტური.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში