ონკანის წყალი სკოლისთვის, ნაყიდი კი ბაღის აღსაზრდელებისთვის

10 ოქტომბერი 2018, 00:00 2667 ნახვა

მიუხედავად იმისა, რომ ხელვაჩაურის 13 საბავშვო ბაღში ონკანიდან წყალი მოდის, ადმინისტრაცია სასმელ წყალს აღსაზრდელებისთვის მაინც ყიდულობს. ამბობენ, რომ წყალი სასმელად უვარგისია და მათ ამის დამადასტურებელი დოკუმენტიც აქვთ.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ამ ბაღებიდან 4-ი  საჯარო სკოლის შენობაშია განთავსებული, წყალიც მათ ნაწილს  საერთო აქვთ, თუმცა აქ მოსწავლეებისთვის წყალს არავინ ყიდულობს, რადგან სკოლის ადმინისტრაცია ამტკიცებს, რომ ის სასმელად ვარგისია, რისი დამადასტურები დოკუმენტიც აქვთ. წყლის ვარგისიანობაზე არსებობს ორი განსხვავებული დასკვნა. იმავე წყლის საცავით სარგებლობს  ადგილობრივები და სოფლის ამბულატორია.

ამავე კატეგორიაში