სუს-მა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტები გამოავლინა

11 ოქტომბერი 2018, 00:00 4151 ნახვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ირანის მოქალაქეების მიერ უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტები გამოავლინა. უწყების ცნობით, ე.წ. ჰავალას მეთოდით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტების გამოსავლენად, ფარული საგამოძიებო მოქმედებები ტარდებოდა, რაც საქართველოდან ირანის ისლამური რესპუბლიკის საბანკო სისტემაში ფულადი გზავნილების განხორციელებას გულისხმობს, აღნიშნული საქმიანობისთვის საჭირო ნებართვის გარეშე, ქართული საბანკო სისტემის გვერდის ავლით. ფულადი თანხების კონვერტაციისა და გადარიცხვის განმახორციელებელი პირები აღნიშნული მომსახურების სანაცვლოდ დიდი ოდენობით შემოსავალს იღებდნენ. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

მაია ფუტკარაძე
რეგიონალური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში