ქალები სანაოსნო სფეროში - ტრენინგი

11 ოქტომბერი 2018, 00:00 2300 ნახვა

ქალები სანაოსნო სფეროში - ამ თემას დღეს საზღვაო ინდუსტრიის კომპანიათა ტრენინგზე განიხილავენ. დღის წესრიგშია ისეთი საკითხები, როგორიცაა გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრა შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, დისკრიმინაციასთან ბრძოლის საქართველოს საკანონმდებლო ჩარჩო და თანასწორობის არსი. საზღვაო სასწავლებლებში კურსანტთა აბსოლუტური უმრავლესობა ბიჭია.

ამ ეტაპზე, საქართველოში მოქმედი მეზღვაური გოგონა მხოლოდ ერთია, რომელიც კაპიტნის მესამე თანაშემწის პოზიციას იკავებს. შეხვედრის მონაწილეების თქმით, მნიშვნელოვანია გაიზარდოს ქალთა ჩართულობა.  ამ პროცესის ხელშეწყობისთვის კი ტრენინგის  ორგანიზატორები _ სახალხო დამცველის აპარატი, გაეროს ქალთა ორგანიზაცია და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აქტიურ მუშაობას გეგმავენ.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში