ბათუმის 27-ე საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი კვლავ არ განახლებულა

11 ოქტომბერი 2018, 00:00 2393 ნახვა

ბათუმის 27-ე საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი, ერთი წლის შემდეგ კვლავ არ განახლებულა. საუბარია ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარე სკოლამდელ დაწესებულებაზე, რომელიც 2013 წელს აშენდა და 4 წლის შემდეგ დაიბზარა.

ლევან სამხარაულის სახელობის საექსპერტო ბიუროს დასკვნით, ახლად აშენებულ ბაღში სწავლა სახიფათოა.  აღსაზრდელებს მშობლები წელსაც სხვა ბაღებში ატარებენ,  იმის მიუხედავად, რომ მგზავრობის ხარჯებს ბაღების გაერთიანება    ფარავს, ისინი მაინც დისკომფორტს განიცდიან. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში