ომარ მახარაძემ ოპოზიცია სიცრეუში დადანაშაულა - საკრებულოს პასუხი ოპოზიციის ბრალდებებზე

11 ოქტომბერი 2018, 00:00 1222 ნახვა

ბათუმის საკრებულოს უმრავლესობა აჭარის  მაუწყებლის მიერ გუშინ  მომზადებულ სიუჟეტს დღეს გამოეხმაურა, რომელიც საკრებულოს მუშაობას ეხებოდა. ოპოზიციის წევრები ამბობდნენ, რომ საკრებულოს დღის წესრიგს მერია უდგენს, ხოლო საკითხებს წარმომადგენლობითი ორგანო დაჩქარებულად განიხილავს. მესამე სექტორში კი ამბობდნენ, რომ საკრებულოს მაკონტროლებლის ფუნქცია შესუსტებულია.

მაუწყებელი გუშინ მთელი დღის მანძილზე ცდილობდა საკრებულოსგან და მერიისგან კომენტარების მოპოვებას. დღის ბოლოს კი თვითმართველობაში  კომენტარზე უარი განაცხადეს. დღეს დილით დაპირებული ინტერვიუ რამდენიმე წუთის წინ   ჩაიწერა. ''ქართული ოცნების'' წევრი იურიდიული კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ საკრებულოში მერი და  საქალაქო სამსახურის უფროსები არაერთხელ დაუბარებიათ, შესაბამისად საკრებულოს  წინაშე მერია ანგარიშვალდებულებას ასრულებს. ომარ მახარაძემ ოპოზიცია  სიცრეუში დადანაშაულა.

ამავე კატეგორიაში